ზუგდიდში ორი რუსი ტურისტი გაქურდეს – მოპარულია 10 ათასი ლარი

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, სვანეთის კოშკის წინ ორი რუსი ტურისტი გაქურდეს. როგორც ცნობილია ცოლ-ქმარი მოსკოვიდან ბათუმში გუშინ ჩამოვიდა, მოგვიანებით სამეგრელოში გაემგზავრნენ, დღეს კი მესტიაში გადასვლას გეგმავდნენ.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, ჩანთაში, რომელიც მათ მოჰპარეს იდო 10 ათასი ლარი, საბანკო ბარათები, ორი iPhone და საბუთები. ისინი სვანეთში დარჩენას 20 დღის განმავლობაში აპირებდნენ.

სამართალდამცავებმა დაზარალებულები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა
შემდეგი სტატია“რაც ხელოვნურია, ყველაფერი დროებითია” – პაატა ბურჭულაძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა