ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

aqciaaaakljზუგდიდში მიმდინარე აქციაზე ოთხი პირი დააკავეს. როგორც “თაიმერის ” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულია ოთხი მძღოლი, რომელიც კომპანია “მეტრო პლუსის” ავტობუსის შესვლისას გზის გადაკეტვას ცდილობდა.ერთ-ერთი მათგამი შეუძლოდ გახდა. როგორც “თაიმერის ” კორესპონდენტი იუწყება ავდმყოფი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში .

ზუგდიდი-თბილისი და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. აქცია კომპანია “მეტრო პლიუსის” ოფისთან, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც კომპანიამ დღეიდან ფუნქციონირება დაიწყო.

მძღოლების განცხადებით, კომპანიების რეისების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ. ისინი “მეტრო პლუსის” სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში შესაძლოა რობი უილიამსი ჩამოვიდეს
შემდეგი სტატია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან