ზუგდიდში კარატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ზუგდიდში კარატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ჩეხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ყაზახეთის, ირანის სომხეთის, რუსეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.
ზუგდიდის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდური შეჯიბრებები ორ ასაკობრივ ჯგუფში 8-დან 13 წლამდე და 14-დან 18 წლამდე გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული პირველ ასაკობრივ ჯგუფში – თბილისის კლუბი „ალიგატორი“ გახდა, მეორე ასაკობრივ ჯგუფშიი კი პირველი ადგილი სამეგრელოს გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები, მედლები, თასები და სიგელები გადასცეს.
კარატეს საერთშორისო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია იყო, საორგანიზაციო საკითხებში უშუალოდ ჩართული იყო, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყურაშვილი, კარატეს საერთასორისო ტურნირის თანაორგანიზატორია ქალაქ ზუგდიდის მერია.
კარატეს საერთაშორისო ტურნინირს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტურნირს საპატიო სტუმრები იყვნენ ცნობილი ზუგდიდელი კარატისტები ინგა შეროზა და გოგიტა არქანია.
კარატეს საერთაშორისო ტურნირი ზუგდიდში წელს პირველად ჩატარდა და ის ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.
კარატეს საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მიმდინარე წელი რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა : ,,ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს, რომ დავეხმაროთ საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“
შემდეგი სტატიაპრომეთეს მღვიმის ცენტრალური შესასვლელი ჩაიხერგა