ზუგდიდში გამართული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა

aqciaaaზუგდიდში გამართული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა. აქცის მონაწილეების განცხადებით, მათ მერს ტენდერის გაუქმებისთვის დრო ხვალ დილის 12 საათამდე მისცეს.

მათივე თქმით, ამ საქმის უკან გუბერნატორი, მერი და პოლიციის უფროსი დგანან და შპს, რომელმაც ტენდერი მოიგო, მათ მიერ იმართება.

მოვაჭრეების განცხადებით, აღნიშნული შპს ტენდერამდე რამდენიმე საათით ადრე შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აქცია იყო ზუგდიდში. მოვაჭრეებმა ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. საუბარია დახლებზე, რომლებიც იჯარით გასხვისდა.

banner
წინა სტატიაშიტაჯიკეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას საკვების და წყლის მარაგის გაკეთებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაამერიკელი ენერგეტიკოსები მასშტაბურ კიბერშეტავაზე გააფრთხილეს