ზუგდიდში ბიზნეს-სექტორს საგადასახადო სამართლის საკითხები გააცნეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქ.ზუგდიდში ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი მეწარმთა ხელშეწყობის მიზნით ბიზნეს-სუბიექტების საგადასახადო სამართლის საკითხებზე ინფორმირება იყო, რაც გადასახადების გადამხდელთათვის საგადასახადო ადმინისტრირებას გაამარტივებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მოგების გადასახადის ესტონური მოდელსა და დეკლარირებასთან დაკავშირებით. ღონისძიებას ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 40-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ძირითადად შეკითხვები მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესს ეხებოდა. შეხვედრა ზუგდიდში 2 საათს გაგრძელდა. მონაწილე ბიზნეს-სექტორის ნაწილი პალატის წევრი იყო, ნაწილს კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდა. ასევე, პრეზენტაციის ფარგლებში საუბარი შეეხო პალატის მიერ 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს, რომელიც რეგიონულ ბიზნეს-სექტორზეა ორიენტირებული.

banner
წინა სტატიაშიმკაცრი რეაგირება გვექნება თითოეულ ფაქტზე – ალავიძე პრემიერის განცხადებაზე
შემდეგი სტატია“ლოგიკას ვერ ვხედავ” – ბესელია უშიშროების საბჭოზე