ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობა სამკაციანმა ჯგუფმა განახორციელა.

როგორც „თაიმერს”  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თავდამსხმელებმა სადგურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაშავებული ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: ჩავთვალე, ღვთისა და სინდისის წინაშე, უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამემაღლებინა
შემდეგი სტატიააბსურდულია ის, რომ მამა გიორგი ვინმეს მკვლელობას გეგმავდა