ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ჯგუფი გაიხსნა. ზუგდიდი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც თბილისის შემდეგ მსგავსი სახის პროექტის განხორციელება დაიწყო. სპეცჯგუფი აუტისტური სპექტრის მქონე 8 აღსაზრდელზეა გათვლილი, თუმცა, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 4-ია. ბავშვებთან ის მასწავლებლები იმუშავებენ, რომლებმაც ტრენინგები გაიარეს.
დღევანდელ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, ჩეხეთის საელჩოსა და უშუალოდ პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით ხორციელდება.