ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესმენი დაჭრეს

ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესმენი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ლევან ქუჩულორიას, რომელსაც თხილის ბიზნესი აქვს, ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. ტყვია მას მუცელში, წვივსა და ბარძაყის არეში მოხვდა.

ქუჩულორია ამ წუთებში ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ამ დრომდე დაუდგენელია თავდამსხმელების ვინაობა, ასევე იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე თვითმხილველები.შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

 

 

banner
წინა სტატიაშიკორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა თოლორაიამ პარტია დატოვა
შემდეგი სტატიამაია ღურწკაია: არ ვაპირებ თუნდაც ერთი ხმა დავთმო