ზუგდიდში 3 მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა- 2 ადგილზე გარდაიცვალა, 1 მძიმე მდგომარეობაშია

13084200_1198548013512453_1190108085_nზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი სამ მამაკაცს დაეჯახა. ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე მამაკაცი კი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის საავადმოფოშია გადაყვანილი, ის ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილს, რომელიც მამაკაცებს დაეჯახა 18 წლის ახალგაზრდა მართავდა. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მძღოლი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცები იმავე ქუჩაზე მდებარე ავტოსერვისში მუშაობენ. ერთერთ მათგანს კი სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე ძიება 276 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

13101373_1198548010179120_1131376262_n

 

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს- უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი