ზუგდიდში 260 ლარის გამო ოჯახს შვილი წაართვეს

ზუგდიდში ცოლ-ქმარმა ემა კვირტიამ და ვასიკო ახალაიამ არასრულწლოვანი გაიტაცეს. გამტაცებლები ოჯახს დაემუქრნენ, რომ მათ ბავშვს მანამ არ დაუბრუნებდა, სანამ მათგან თავიანთ ფულს არ მიიღებდნენ. საუბარია 260 ლარზე. ვალის გამო ბავშვის გამტაცებლები ზუგდიდის პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ დააკავა.

როგორც შსს-მ „თაიმერს“ განუცხადა, ცოლ-ქმარი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება 144 მუხლით დაიწყო, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და 9-და 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშითბილისში ინდოელმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიავინ არის ვასიკო ახალაია, რომელმაც 260 ლარის გამო არასრულწლოვანი გაიტაცა