ზუგდიდის სამმართველოსთან დაკავებული შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები გაათავისუფლეს

ზუგდიდის სამმართველოსთან დაკავებული პირები გაათავისუფლეს. როგორც გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედა ირინა წურწუმიამ განაცხადა, ისინი არც სასამართლოსთვის გადაუციათ და არც ხელწერილი დაუწერიათ. საქმის გამომძიებელი მათ უბრალოდ გაესაუბრა.
“შეგვხვდა პოლიციის უფროსი და ჩვენი საქმის გამომძიებელი. გაგვესაუბრნენ, აგვიხსნეს, რისი უფლება გვაქვს კანონიერად და რისი არა და რომ გზა არ უნდა გადაგვეკეტა. ასევე, გვესაუბრნენ საქმის მიმდინარეობაზე და პირობა მოგვცეს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დაჩქარებული ტემპით გამოიძიებენ ამ საქმეს. მე ვერ დაგპირდებით, რომ აქციებს აღარ გავმართავ. მომავალ კვირას ვაპირებთ თბილისში წასვლას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას შევეცდებით”, – განაცხადა ირინა წურწუმიამ.

banner
წინა სტატიაშიმომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება ეს ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისია – კობახიძე
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე