ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი, გრიგოლ მიქავა, რომელიც წუხელ დააკავეს, ამ დროისთვის გათავისუფლებულია. გრიგოლ მიქავა პოლიციამ წერეთლის ქუჩაზე გააჩერა. ამ დროს მასთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდოგომარებაში მყოფი,ქართული ოცნების მაჟრიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ძმა მივიდა, რომელიც შეეცადა ვითარების განეიტრალებას, თუმცა მიქავა შემოწმებაზე მაინც გადაიყვანეს.

რაც შეეხება მეორე პირს – მიქავას მეგობარი, 25 წლის ლევან ხვიტია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლში ჩხრეკა ორდერის გარეშე ჩაატარეს, მათ გაავრცელეს ტელეფონით გადაღებული კადრებიც.

პოლიციის მტკიცებით, ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება. ნარკოტიკის მოხმარება ლევან ხვიტიას დაუდგინდა შემოწმების შედეგადაც. საკრებულოს აპარატის უფროსმა კი ნარკოტესტირებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპარალიზებული მაგისტრალი და სარკონიგზო ხაზი – მახინჯაურში ასწლოვან ნაძვი გადააქვთ
შემდეგი სტატიაგარევაჭრობის კონსტრუქციები ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღეს