ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანება 23 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
თემისა და ქალაქის დამტკიცების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიდნენ. ისინი დეპუტატებს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ აღნიშნული საკითხისთვის.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თან შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ: “ძალა ერთობაშია”, “მეტი დეცენტრალიზაცია” და სხვ . “ნაციონალური მოძრაობის” 7-მა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.