ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მაიზერ ნანავა აირჩიეს

ZUGDIDIS-SAKREBULO

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მაიზერ ნანავა აირჩიეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ უფლებამოსილება მოიხსნა, თუმცა დარჩა რიგით წევრად. საკრებულოს 26-მა წევრმა თავმჯდომარის თანამდებობაზე მაიზერ ნანავას კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ აირჩიეს.
სხდომას საკრებულოს 44 წევრიდან 30 წევრი ესწრებოდა. პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 14 წევრიდან – მხოლოდ ორი დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის არჩევნებში, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“-ს ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მოიგო. გოგიამ ყველა საარჩევნო უბანში დიდი უპირატესობისთ „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი ბესიკ გაბუნია დაამარცხა. გოგიამ ხმების 69.63% მიღო, ბესიკ გაბუნიას კი მხარი 30.37%-მა დაუჭირა.

ლაშა გოგია 2012 წელს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2014 წლიდან ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ზუგდიდში გამგებლის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რადგან 8 ოქტომბერს, პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ მიიღეს ხმების 50+1 რაოდენობა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ კონტაქტები ჩვენს პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის
შემდეგი სტატიაუკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა