ზუგდიდის გამგებლობისთვის ლაშა გოგია იბრძოლებს

რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგ

იკროგორც ცნობილია, იმ რაიონებში, სადაც მერებმა და გამგებლებმა თანამდებობები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვეს, 8 ოქტომბერს, შუალედური არჩევნებიც ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ არჩევნებზე ერთ-ერთი ცხელი წერტილი სამეგრელო იქნება, თავისთავად, საინტერესოა, თუ ვინ იბრძოლებენ ზუგდიდის გამგებლობისთვის.
„თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ზუგდიდის გამგებლობისთვის „რესპუბლიკური პარტიიდან“ ბრძოლაში ირაკლი ქოჩუა ჩაერთვება, რომელიც საკრებულოს წევრია.
გამგებლობის სურვილი, ასევე, აქვს „ოცნებელ“ ლაშა გოგიას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეა. გავრცელებული ინფორმაციით “ქართული ოცნება” სწორედ რომ ლაშა გოგიას წარადგენს.

6b297f33888578940f4b5dfe6d16d5f1

გარდა ამისა, გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გიზო სართანიაც აპირებს, რომელსაც ბოლო წუთამდე გამგებლის მოადგილის პოსტი ეკავა და ამავე დროს, „ოცნების“ აქტივისტი იყო, მაგრამ სართანიამ „ოცნება“ და შესაბამისად, გამგებლის მოადგილეობაც გუშინ დატოვა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა. სხვათა შორის, სართანია სკანდალებით ცნობილი ლალია ანთიას ვაჟია.

banner
წინა სტატიაშისომხურმა სასამართლომ რუსი მირონოვის დაკავებაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატია“საქართველოში არავინ იდევნება და თავშესაფრის მსურველებს არაკეთილსინდისიერი მიზნებით გერმანიაში დარჩენის ცრუ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ”