ზუგდიდის გამგებლობისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სოფელ ორსანტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბესარიონ გაბუნია იბრძოლებს

14233472_335513456789459_659803080_oზუგდიდის გამგებლობისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სოფელ ორსანტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბესარიონ გაბუნია იბრძოლებს. მისი კანდიდატურა დღეს სოფელ ურთაში სანდრა რულოვსმა დაასახელა.

“გამარჯვების შემთხვევაში ყველა იმ დაწყებულ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ, რომელიც დაწყებული იყო და ამ ხელისუფლების პირობებში შეჩერდა”, – აღნიშნა გაბუნიამ შეხვედრაზე

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა სოფელ ურთის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველა დაპირებას შეასრულებს.

14265100_433120136858325_6781054804371811238_n ასევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა სოფელ რიყეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული დავით ჯიქიას საფლავი მოინახულა.

banner
წინა სტატიაშითარხან ბათირაშვილის ადგილი (“ISIS”-ის სამხედრო მეთაური) დაიკავა გულმუროდ ხალიმოვმა
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე კენჭს ვაკის მეორე ოლქში იყრის