“ზოგჯერ აჯაფსანდალსაც მისი გემო აქვს” – ნუკრი ქანთარია თამაზ მეჭიაურის ახალ პარტიაზე

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ახალი პარტიების შექმნით, ქვეყანაშიი გარკვეული ქაოსიც კი იქმნება.

“კიდევ რთი პარტია შეემატება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და თუ რამე კარგი იქნება ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ზოგჯერ აჯაფსანდალსაც მისი გემო აქვს, რა გემო ექნება და როგორ იქნება, ეს მომავალია. ახლა, ჩვენ პოლიტიკური აფიორის წინაშე ვდგავართ, ამდენი პარტიის შექმნა, პოლიტიკურ ბაზარზე ქაოსის შექმნის მცდელობას ქმნის. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ თამაზ მეჭიაურს. ყველას მოგეხსენებათ, რა დაპირებები და რა სამოთხის აშენება იქნება. ამომრჩეველს რეალური პოზიცია უნდა ჰქონდეს და ის ამ ეტაპზე უმთავრესია“,-განაცხადა ქანთარიამ “”კვირას” პრესკლუბში.

banner
წინა სტატიაში“საქართველო მთავრობა არ მუშაობს ეფექტურად” – მიხეილ მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრობს
შემდეგი სტატია7 ივნისს, ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი