ზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი 2.69 ლარს აღწევს

ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, ლარი ბაზარზეც გაუფასურდა და აშშ დოლარის ფასმა საშუალოდ, 2.69 ლარამდე აიწია.

11:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.69 ლარადაა შესაძლებელი, „თიბისი ბანკში“ ასევე – 2.69 ლარად; „ლიბერთი ბანკში“ – 2.68 ლარად; „ვითიბი ბანკში“ – 2.67-ად, ხოლო „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარს მომხმარებელი 2.68 ლარად შეიძენს.

ამასთან, 1 აშშ დოლარს კომერციული ბანკები 2.58-2.62 ლარის ფარგლებში ყიდულობენ.

რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, აქ მომხმარებელი უცხოურ ვალუტას საშუალოდ, 2.62-2.65 ლარის ფარგლებში შეიძენს.

აშშ დოლართან მიმართებაში ლარი თითქმის სამი პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.6154 ლარი ღირს. 10 დეკემბრის კურსით კი, მისი ფასი 2.5887 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაში2017 ბიუჯეტის პროექტს დღეს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას წარუდგენენ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : „ყველამ იცის წინასაახალწლოდ დოლარზე მოთხოვნა რამდენად არის გაზრდილი“