ზიკას ვირუსის მიუხედავად ბრაზილიელები კარნავალზე გავიდნენ

43მილიონობით ბრაზილიელი გამოვიდა ყოველწლიურ კარნავალზე ზიკას ვირუსის ეპიდემიის მიუხედავად, რომელიც მწერებს გადააქვთ.
რესიფის მეგაპოლისში, სადაც დაავადების ყველაზე დიდი მაჩვენებელია დაფიქსირებული, კარნავალზე დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა.
რიო დე ჟანეიროს ცენტრში ასობით ათასი ადამიანი ელოდება კარნავალს.
სან-პაულუში ჯანდაცვის სამინისტრომ ვირუსის შესახებ ნახევარი მილიონი საინფორმაციო ფლაერი დაარიგა.
მედიკოსების თქმით, დაავადება განსაკუთრებით ორსულ ადამიანებს ემუქრებათ – ზიკა ნაყოფის ტვინის და თავის ქალის დაპატარავებას იწვევს.

banner
წინა სტატიაშიFacebook-ი ტაივანში მიწისძვრით დაზარალებულების ძებნას შეუერთდა
შემდეგი სტატიამობილურით გადაღებული საუკეთესო ფოტოები