(video) ჟვანიას დაცვის უფროსის ემოციური ინტერვიუ – კობა ხარშილაძე შემთხვევის ყველა დეტალს იხსენებს

ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ბრალდების საქმეზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს

ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესიზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, კობა ხარშილაძე, მომხდარი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს. ხარშილაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი წლების განმავლობაში პირდაპირ ოფიციალურად ითხოვდა, რომ ის მარტო დაეტოვებინათ და დაცვის სამსახურს მხოლოდ პერიმეტრი გაეკონტროლებინათ.

ხარშილაძე ამბობს, რომ მსგავსი მოთხოვნა ზურაბ ჟვანიას მისი გარდაცვალების დღესაც ჰქონდა. მას შემდეგ კი, რაც დაცვის სამსახურმა პრემიერთან კონტაქტი ვერ დაამყარა, მოხდა ფანჯრიდან სახლში შეღწევა და ცხედრის აღმოჩენა.

ხარშილაძე ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას ტუჩზე არსებული დაზიანება მან გამოიწვია. ხარშილაძე ყვება, რომ როცა ის ოთახში შევიდა და ცხედარი დაინახა, გადაწყვიტა, ხელოვნური სუნთქვა ჩაერტარებინა პრემიერისთვის, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ხარშილაძე ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილებით დაიწყო მეორე ცხედრის, რაულ იუსუპოვის, ოთახიდან გატანის პროცესი, თუმცა მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და ცხედარი უკან დააბრუნა.

ხარშილაძე ამბობს, რომ ის ზურაბ ჟვანიამ გაზარდა და მისი მეგობარი იყო და მის შესახებ ბევრი ინფორმაცია იცოდა, თუნდაც ის, თუ რატომ ითხოვდა ყოფილი პრემიერი განმარტოვებას. ეს ინფორმაცია კი მან ოჯახის წევრებს, მათ შორის ძმას, გოგლა ჟვანიას და მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას, მიაწოდა.

ხარშილაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია გოგლა ჟვანიას განცხადებები და პოზიცია, რომ უნდა საქმის დეტალების გასაჯაროება.

“მე მახსოვს გოგლა ჟვანიას ვერსიები, იმდენად შეუსაბამო რაღაცეებს საუბრობს, მე მესმის, რომ მისი ძმა არის და მგონია, რომ არასამართლიანი მისი ეს განცხადებები. მან იცის ყველა დეტალი. მან იცოდა, რაულს რატომ ჰქონდა შარვალი დასვრილი. იმის გამო, რომ უხერხული სცენები არ ყოფილიყო ცხედრის გატანა გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს არასწორი იყო და უკან დავაბრუნე. 17 წლის ვიყავი, როცა დავიწყე ბატონ ზურაბთან მუშაობა და ფაქტიურად მან გამზარდა მე. ის ჩემი ნამდვილი მეგობარია და მე მისი ხსოვნის წინაშე მართალი ვარ,” – განაცხადა ხარშილაძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთი დეტალი გაიხსენა იმ კითხივს პასუხად, თუ მისი აზრით, რატომ ლაპარაკობს გოგლა ჟვანია არასწორ ინფორმაციას, ხარშილაძემ განაცხადა, რომ მან ეს არ იცის, მაგრამ მას ახსოვს, რომ როდესაც მან გოგლას მოუყვა გარდაცვალების ფაქტი, მან ხელები მოიფშვნიტა.

https://youtu.be/geDSf8RFWzU

 

რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიგოგლა ჟვანიას მისი გარდაცვლილი ძმის სახელით სპეკულირებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაჩვენ არასდროს გვიარყვია, რომ ზურაც და უსუპოვიც მოწამლულები არიან CO-თი – გოგლა ჟვანია