ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა გავრცელებული ინფომრაცია არ დაადასტურა

ტელეკოპანია “იბერიის” ინფორმაციით, ჟურნალისტების ნუგზარ ფოფხაძის და გიორგი მამაცაშვილის სახლების ჩხრეკა ჩატარდა. გადაცემა “პრიორიტეტებში” პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა გავრცელებული ინფომრაცია არ დაადასტურა . ჟურნალისტი დაინტერესდა თუ საიდან ჰქონდათ ინფორმაცია ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლებს. მამაცაშვილი ამბობს, რომ ათასი ჭორი ვრცელდაბა და არ აპირებს ბოდვებზე კომენტარის გაკეთებას.

მამაცაშვილის განცხადებით, როდესაც პროკურატურა გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, მიმდინარე გამოძიებაზე ინფომრაცია გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ის პრკურატურაშ დაკითხვაზე იმყოფებოდა და მის ხელთ არსებული ინფორმაცია უკვე მიაწოდა გამოძიებას. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებზე.

https://youtu.be/ykyxxmCjO-c

 

https://youtu.be/_nG6OMyBUY4

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არის ევროპა, ევროპა არის საქართველოს სახლი
შემდეგი სტატიანუგზარ ფოფხაძის და გიორგი მამაცაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა