ჟურნალისტი პაველ შერემეტი მინსკში, მამის საფლავის გვერდით დაკრძალეს. ცნობილი ჟურნალისტი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს.
დაკრძალვის ცერემონიას შერემეტის კოლეგები, ახლობლები, რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. უკრაინიდან მისი ცხედარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა, უკრაინის რადას დეპუტატებმა და ჟურნალისტების ჯგუფმა გააცილა.
პაველ შერემეტი კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.