ჟურნალისტი ნათია ვერძეული სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

14877679_1237766642913501_675333899_nგაზეთ „ქართული სიტყვის“ ჟრნალისტი ნათია ვერძეული „ფეისბუქში“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი წერს, საარჩევნო უბნიდან უცნობი მამაკაცი გაჰყვა, რომელმაც განუცხადა, რომ სახელმწიფო უწყებიდან იყო.
„საარჩევნო უბნიდან მოვედი, ფეხდაფეხ მომყვა სიმპატიური ახალგაზდა. კარი რომ გავაღე, მითხრა, არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გაგესაუბროთო. კი ბატონო, მობრძანდით-მეთქი, შემოვიპატიჟე. როცა ვკითხე, ვინ ხარ, რომელი ორგანიზაციიდან ხარ-მეთქი, მიპასუხა, რომ სახელმწიფო სამსახურშია და დაავალეს, გაარკვიოს, ვიყავი თუ არა არჩევნებზე. ვკითხე, რომ ეს კანონდარღვევაა და სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანი ასე კარდაკარ არ უნდა დადიოდეს. ბოლოს, შემეცოდა და გვარი, სახელი და, რა თქმა უნდა,ტელეფონის ნომერიც მივეცი – მთელმა საქართველომ იცის ჩემი ნომერი და იმათაც იცოდნენ, ვინც ჩემთან გამოაგზავნეს. და რატომ მგონია, რომ ჩემთან გამოაგზავნეს, იცით? – არც ერთ ჩემს მეზობელს არ დაუკაკუნა, ისე წავიდა უკან… გლდანში უკვე შემამჩნიეს. ვინ, ეს უკვე თქვენ თვითონ გამოიცანით… ალბათ ჩემი „ გრძელი ენისა“ და საგაზეთო პუბლიკაციების „ბრალია“, აი, ასე მოვახერხე და „ვიღაცები“ ძალიან გავაბრაზე“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმარნეული: ამომრჩეველი კაბინაში კომისიის წევრის ტელეფონით შევიდა
შემდეგი სტატია15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 21.28% შეადგინა