ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დღეს არასამთავრობოებს შეხვდება

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ეკა მიშველაძის გათავისუფლებისა და გადაცემა პირველი სტუდიის დახურვის დეტალებს ჟურნალისტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არა ერთი კითხვა აქვთ. დღესვე საუბარი იქნება ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

ეკა მიშველაძე სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებას ეკა მიშველაძე არაკანონიერს უწოდებს.

„არაკანონიერი და არასწორი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჩემი გათავისუფლება,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის მსუბუქი მრეწველობის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
შემდეგი სტატია“გაზპრომმა”, იტალიურ და ბერძნულ კომპანიებთან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ მემორანდუმი გააფორმა