ნატანებში საპატრულო პოლიციამ ჟურნალისტებს ხის გადატანის პროცესის გადაღება აუკრძალა

საქართველოს ექს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი კიდევ ერთი ხე, ნატანებიდან შეკვეთილში გადააქვთ.
ნატანებელი ქ. კახურაშვილისგან 5 ათას დოლარად შეძენილი 115 წლის წაბლის ხის ტრანსპორტირება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.ხის გადატანის გამო, საპატრულო ეკიპაჟებს გადაკეტილი აქვს ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზა. როგორც “გურიის მოამბის”  ჟურნალისტი იტყობინება ამ წუთებში გაზის მილებიც იჭრება. მათივე ცნობით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპატრულო პოლიციის მიერ ჟურნალისტებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება და ხის გადატანის პროცესის გადაღება აეკრძალათ.  ადგილობრივების განცხადებით ხის ტრანსპორტირების გამო, სოფელს შუქის მიწოდება შეუწყდა.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში ნატანებიდან ივანიშვილის წაბლის ხე გადააქვთ-სოფელს შუქის მიწოდება უკვე შეუწყდა
შემდეგი სტატიავიღაც ,,ბობოლას,, გელა ბარკალაიასთვის ბიზნესის ,,ახევა,, უნდა