ჟურნალისტ შერემეტის სავარაუდო მკვლელების ფოტო გამოქვეყნდა

7ინტერნეტში გამოჩნდა სათვალთვალო კამერებიდან კადრები, სადაც ჟურნალისტ პავლე შერემეტის სავარაუდო მკვლელები არიან აღბეჭდილი. ფოტოები დღეს გამოქვეყნდა.
ფოტოზე ორი ადამიანი ჩანს – მამაკაცი და ქალი. ქალს მარჯვენა ხელში ჩანთა უჭირავს, სავარაუდოდ, ასაფეთქებლებით სავსე, შუბლზე მოხვეული აქვს კაპიშონი და თავზე ახურავს კეპი. მამაკაცის სახესაც კეპი ფარავს.

დღესვე, უკრაინის რადას დეპუტატმა, ანტონ გერაშენკომ ჟურნალისტის მკვლელობის ძირითადი ვერსია დაასახელა. მისი თქმით, შერემეტის “დემონსტრაციული სიკვდილი” მიმართული იყო საზოგადეობაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარე ეტაპზე შერემეტის რუსეთში ყოფნის პერიოდს სწავლობს.

23 ივლისს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ჟურნალისტის სიკვდილი, მისი პროფესიონალური საქმიანობის გამო გამოწვეული შურისძიებაა.
შერემეტის ავტომანქანა 20 ივლისს კიევის ცენტრში აფეთქდა. ძალოვანების თქმით, მანქანაში დამონტაჟებული იყო 500 გრამი ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ათას ხუთასამდე თვითმკვლელი ბავშვია
შემდეგი სტატიააფხაზთეთში რუსი ტურისტი გარდაიცვალა