ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ე.წ. კახური კლანი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს

7444444444ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ე.წ. კახური კლანი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. როგორც კილაძემ აცხადებს, არ არის გამორიცხული ამ პარტიაში კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე და მისი მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძეც ვიხილოთ. მიზეზს ჟურნალისტი ასე ხსნის-

“ჩვენ ვიცით, რომ ე.წ. კახურ კლანს აქვს პოლიტიკური გეგმები. ისინი აპირებენ პოლიტიკური პარტიის შექმნას იმისათვის, რომ თუნდაც ხმაურიან დაჭერებს აცდნენ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც.ისინი ფიქრობენ, რომ თუკი იქნებიან პოლიტიკური ქოლგის ქვეშ, მათი დაკავებები არ იქნება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებმა გადაინაცვლონ პოლიტიკურ პარტიაში”. კილაძის ინფორმაციით კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობა თანამდებობების დატოვებას იქამდე გეგმავს, ვიდრე მათ გაათავისუფლებენ, ხოლო მათი გათავისუფლება კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, “გასაგები მიზეზების გამო” იგეგმება.

“მოგეხსენებათ, კრიზისების მართვის საბჭო არის უსაქმურების თავშესაფარი. ირაკლი ღარიბაშვილმა იმისთვის მოიგონა, რომ თანამდებობებიდან გათავისუფლებული მისი კლანის წევრები დაესაქმებინა. ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი 7 ათას ლარს რაში ვუხდით ხელფასს მინდია ჯანელიძეს და ალბათ უპრიანია, რომ გავიხსენოთ, კრიზისების მართვის დროსაც ანუ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მინდია ჯანელიძემ გაგვიკეთა განცხადება, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველა ცხოველი დაბინავებულია და თბილისში 21-ე საუკუნეში ვეფხვმა კაცი შეგვიჭამა. ამის მერე წარმოუდგენელი იყო სრულიად, რომ გააგრძელებდა ეს კრიზისების საბჭო მუშაობას, სრულიად არაეფექტური ორგანო და მით უმეტეს მინდია ჯანელიძე არ დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას. მე რამდენადაც ვიცი, ისინი ბჭობენ უკვე სამი დღის განმავლობაში, რომ რეალურად იგეგმება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება გასაგები მიზეზების გამო, რომ ისინი არიან ღარიბაშვილის კლანის წევრები და შესაძლოა მათ უნდათ კიდეც რომ გადაინაცვლონ პოლიტიკურ პარტიაში, ამიტომ გაგდებას და დათხოვნას გადაწყვეტილი აქვთ, რომ თანამდებობები საკუთარი განცხადებით დატოვონ. არც თანამდებობაზე ყოფნისას, არც გადადგომის მერე ამ ქვეყანას არაფერი არ დააკლდება რეალურად იმიტომ, რომ კრიზისების მართვის საბჭო თავისი შემადგენლობით იყო ნათესავების, მეგობრების და ახლობლების დასაქმების ორგანო”,- განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო ” პირველი რადიო”

 

banner
წინა სტატიაში,,ევროკომისიის პრეზიდენტმა მითხრა, რომ უვიზო მიმოსვლას ვიმსახურებთ”
შემდეგი სტატიაეკა ზღულაძე და ხატია დეკანოსიძე თანამდებობებს ტოვებენ