ჟორჟოლიანი: მელიას გადაყენება იქნება დასტური “პოლიტიკისა” ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია და დავსჯით, ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან

ყველასთან გარიგებაში შეხვედით და ინახავდით შავი დღისთვის ამ საზიზღობას!

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:

“ძალიან არ მინდა მართალი აღმოჩნდეს, ამბავი იმის შესახებ რომ ნიკა მელიას ფრაქციიდან გააბუნძულებენ მისი თანაგუნდელები. არ მინდა მართალი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ძალიან ვინანებ ჩემი ერთადერთი ხმის მიცემას ამ პარტიისთვის.

ეს რა მეთოდებია? ამოფარებული ბუშტებზე და სვეტურ ფლაერებზე? ხელების გადაგრეხვის, ძალადობის, ფეხის დადების. ძალადობა ყველგან დასაგმობია და თუ ეს ჯგუფი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ასე სჯის, გასაგებია მათი მომავალიც. ნიკა მელიას გადაყენება იქნება ნათელი დასტური “პოლიტიკისა” ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია და დავსჯით. და ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაში(Video) მარინა ბერიძე: ნიკას წირავდა ის ბიჭი, არ ვიცი, რატი იყო, შმატი იყო, „გრეჩიხას“ შვილი იყო
შემდეგი სტატია“სუს-ის უფროსის სახლი გაქურდეს”