ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარის შესახებ ინფორმირებულნი არიან

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარის შესახებ ინფორმირებულნი არიან.

jenevaჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარის შესახებ ინფორმირებულნი არიან.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 25 აპრილს დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ჩერნოგორიაში მომხდარი ინციდენტი აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების დაგეგმილ განახლებაზე“.

„ჩვენ ვნახეთ კომენტარები, რომელიც 25 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები დროულად იყვნენ ინფორმირებული და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა შესაბამის მხარესთან აქვთ კომუნიკაცია. რაც შეეხება გალის პირველი განახლებული შეხვედრის თარიღს, ის ჯერ –ჯერობით დაზუსტებული არაა“, – განუცხადა „აქცენტს“ სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა ჰენრი დიუკენმა.

შეგახსენებთ, რომ 21-23 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა, საიდანაც ბოლო დღეს ძალოვანებმა გამოაძევეს და სტენდი უხეში ფორმით დაუხურეს. თავად აფხაზური დელეგაციის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის საფუძველზე აღიკვეთა, თუმცა ფორმა, რომლითაც ეს ჩერნოგორიულმა მხარემ გააკეთა და რომელიც სოხუმის აღშფოთების მიზეზი გახდა, თბილისის ინიციატივა არ ყოფილა და როგორც დიპლომატები განმარტავენ, ვერც იქნებოდა.

წყარო: “აქცენტი”

banner
წინა სტატიაშისუს-მა რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია”