ჟენევის მოლაპარაკებებში სირიელი ამბოხებულებიც მიიღებენ მონაწილეობას

სირიის მთავრობამ და ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ. გაეროს ეგიდით ჟანევის მოლაპარაკება 23 მარტს არის დაგეგმილი. როგორც ელოდებიან, ის 1 აპრილამდე გაგრძელდება. ორგანიზაციის პრეს-მდივნის ალექსანდრა ველუჩის განცხადებით, ყველა მოწვეულმა მხარემ, რომლებიც თებერვლის რაუნდებში იღებდნენ მონაწილეობას, დასწრება დაადასტურა.
მსჯელობის თემა იქნება სირიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ასევე, არჩევნები და კონტრტერორისტული ზომები.

 

banner
წინა სტატიაშიტერესა მეი Vogue-ში ტრამპზე საუბრობს როგორც ჯენტლმენზე
შემდეგი სტატიალუკაშენკომ “ბოევიკების დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც “პროვოკაციას აწყობდნენ”