ზესტაფონის მერიასთან ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გაიმართეს

ზესტაფონის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის სოფლებში მერიის წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულება 25 თანამშრომელს აღარ გაუგრძელდა.

აქციის მონაწილეების თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა.

„სოფლის დეპუტატმა პოლიტიკური ნიშნით გამომიცხადა დევნა. მე ყოფილი დეპუტატის, კახა შავგულიძის კადრად მომიაზრებს, ამიტომ გამათავისუფლა სამსახურიდან. ვითხოვ სამსახურში აღდგენას“, – განაცხადა პირველ არხთან სოფელ ქვედა საქარის კოორდინაციის განყოფილების ყოფილმა სპეციალისტმა, ელზა ნებიერიძემ.

ზესტაფონის მერის პირველი მოადგილის, დავით ჩირგაძის თქმით, რეორგანიზაციის შედეგად, შემცირდა 19 შტატი, დანარჩენ თანამდებობებზე კი კონკურსი გამოცხადდება.

1tv.ge

banner
წინა სტატიაშიმოლოტოვის კოქტეილი-ირანის პოლიცია (ვიდეო)
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორებს კანფეტები ესროლეს