ზესტაფონის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები დაიწვა

ქალაქ ზესტაფონში, ე.წ. ,,შავ ბაზარში” მდებარე ობიექტებზე გუშინ ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

„მუშაობენ გამომძიებლები, რათა დადგინდეს მიზეზები, რა მოხდა და როგორ მოხდა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კომპენსაციასა და დახმარებაზე, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ზარალი საკმაოდ დიდია და მხოლოდ ჩვენ ვერ მოვახერხებთ მოსახლეობისთვის გვერდით დადგომას. ალბათ მოგვიწევს მთავრობისთვის მიმართვა, რომ დაგვეხმაროს“, – განაცხადა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლაფაძემ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ბაზრის ტერიტორიაზე ცეცხლის გაჩენა. ხანძრის ლოკალიზებაზე ზესტაფონის სახანძრო სამსახურის გარდა ქუთაისისა და თერჯოლის სახანძრო ჯგუფებიც მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაშისანზონაში კიდევ ერთი სათამაშო მოედანი თავის ფუნქციას შეინარჩუნებს
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს