ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის ფიფამ რვაწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა

UEFA President Michel Platini addresses a news conference after a UEFA meeting in Zurich, Switzerland, May 28, 2015.A majority of UEFA's member associations will vote for Jordan's Prince Ali bin Al Hussein to succeed Sepp Blatter as the next FIFA president, UEFA President Michel Platini said on Thursday. REUTERS/Ruben Sprich - RTX1EXOD

ფიფას ეთიკის კომიტეტმა 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქმიანობას 8 წლით ჩამოშორდნენ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი. ინფორმაციას ამის შესახებ ფიფას ოფიციალური საიტი ავრცელებს. 8 ოქტომბერს ფიფას ეთიკის კომისიამ პლატინი და ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი 90 დღით ჩამოაშორა ფეხბურთთან დაკავშირებულ ყოველგვარ საქმიანობას. საქმე ეხება ორ მილიონ დოლარზე მეტს, რომელიც ბლატერმა პლატინის გადაუხადა 2011 წელს, ცხრა წლით ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ბლატერსა და პლატინის დაეკისრათ ასევე ფულადი ჯარიმის, პირველს 46 ათასი ევროს, მეორეს კი 74 ათასი ევროს გადახდა.

banner
წინა სტატიაშივინ იმსახურებს თქვენ ნდობას?
შემდეგი სტატია“ბოლო სამ წელიწადში უმუშევრობა შემცირდა 2.6 პროცენტით”, – პრემიერი