სკოლის პირველ კორპუსში ზეიმის მიმდინარეობისას ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლაში მოსწავლეები მსუბუქად დაშავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით სკოლის პირველ კორპუსში ზეიმის მიმდინარეობისას ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა.
სამივე დაშავებული სახლში იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სკოლა ავარიულია და შეკეთებას საჭიროებს.

“ახლახან ვესაუბრე განათლებისა და მეცნიერების რესურსცენტრის წარმომადგენელს, შემთხვევა ნამდვილად მოხდა. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. სკოლის გამაგრებითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება”- აღნიშნა გამგებელმა.

“ნიუპოსტი”

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ნატა ნაზღაიძის გადაწყვეტილების გამო 11 სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილმა თავის “გონორს” მიხედოს – ნიკა გვარამია პრემიერის განცხადებას პასუხობს