ზედამხედველობის სამსახურმა ხუდადოვის ტყეში უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განახორციელა

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განახორციელეს.

ღობეების დემონტაჟის პარალელურად, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა კი, 500 კვიპაროსი და 300 მთის ნეკერჩხალი დარგეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების დარგვა საგაზაფხულო რგვების სეზონზეც გაგრძელდება.

დღეს ადგილზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უკლება და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

„ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტარდება ღონისძიებები ხუდადოვის ტყეში უკანონო შემოღობვებისა და მიწის მიტაცების ფაქტების აღკვეთის მიზნით. მიმდინარეობს ღობეების მოხსნა, მათი დემონტაჟი. პარალელურად, ხორციელდება გამწვანების ღონისძიებები. სამუშაოებში, ასევე, ჩართულია „თბილსერვის ჯგუფი“, მათი თანამშრომლები ასუფთავებენ ტერიტორიას“, – განაცხადა გიორგი უკლებამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე “საიას” სკანდალურ დოკუმენტს პასუხობს
შემდეგი სტატიაiPhone+ის გაკოტრებით დაინტერესებულია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე – კუკავა