ზაზა სოფრომაძე: ბათუმში მომხდარი ხანძრის გამო 21 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტლაიზაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით ბათუმში მომხდარი ხანძრის გამო 21 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტლაიზაცია. ყველა დაშავებული ბათუმის რამდენიმე კლინიკაში მოათავსეს. აქედან ერთი იყო მეხანძრე-მაშველი. 3 უკვე გაწერეს. არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა სასტუმროდან 120 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი, დაშავებულია 15.

ხანძარი „ლეო გრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სამძიმარს უცხადებს ბათუმში ხანძრისას გარდაცვლილთა ოჯახებს
შემდეგი სტატიაბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის