ზაზა სარალიძის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს კახა კოჟორიძეს ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვდება.

შეხვედრაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ზაზა სარალიძის მოსაზრებებს ისმენენ. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო დღეს გადაწყვეტილებაზე გავა.

banner
წინა სტატიაშირესტორან “იმერულ ეზოში” მოწამლულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა