ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი, რომელიც შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 2, 2018 22:58

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი, რომელიც შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს

მნიშვნელოვანი

  • ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი, რომელიც შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს

სხვა სტატიები

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი, რომელიც შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს – ეს განცხადება ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა.

„მე მინდა, მივმართო შსს-ს და გახარიას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ზაზას მიმართ არის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია და აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებენ… ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რომ გამოვყოფთ 3-კაციან ნდობის ჯგუფს, ძალიან ახლო გარემოცვას ზაზას, საორგანიზაციო ჯგუფიდან და გნებავთ იქით ვეახლებით შსს-ს ან თავის წარმომადგენელი მოავლინოს ჩვენთან და ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ გვითხრას, რათა ჩვენ შევაფასოთ ეს საფრთხეები, შევაფასოთ ასევე, რამდენად რეალისტურია ან არარეალისტურია,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავამ ასევე მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გადაცემაში მონაწილეობისთვის ზაზა სარალიძის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 2, 2018 22:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics