ზაზა სარალიძის აღელვებული და ემოციური კამათი პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიასთან

„ფაქტია, თავიდანვე ცდილობდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ბრალდებული მიეყვანათ საბოლოო განაჩენამდე,“ – ეს განცხადება დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ზაზა სარალიძის თქმით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ მოზარდების დაჭრაში ორზე მეტი პირი მონაწილეობდა. ზაზა სარალიძე კიდევ ორი ადამიანის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

„გამოძიებაც კი არ იყო დასრულებული, როდესაც შოთაძემ ღიად განაცხადა, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებოდა, კატეგორიულად განაცხადა, რომ არ გაიზრდებოდა. ფაქტია, თავიდანვე ცდილობდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ბრალდებული მიეყვანათ საბოლოო განაჩენამდე, რასაც არანაირად არ ვეთანხმები. კი ბატონო, ეს ორი ადამიანი არის დამნაშავე, მიიღო დაჭრაში მონაწილეობა, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თუ რა წვლილი მიუძღვის დანაშაულში, მაგრამ არის კიდევ ორი ადმიანი, რატომ მალავენ, რატომ აფარებენ ხელს, რომელიც აბსოლუტურად ნათლად ჩანს საქმის მასალებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ჯერ ნდობა დაიმსახუროს ჩემში, საჯაროდ გამცეს პასუხი, რატომ იქნა დანგრეული ის ფარდული ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ,“ – ამ კითხვით დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, არჩევანის ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, მიმართ დასვა.

ზაზა სარალიძის თქმით, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს და პროკურატურის წარმომადგენლები მას შეურაცხყოფას აყენებენ. მისვე თქმით, არ ესმის ირაკლი შოთაძის შეთავაზების, რადგან მასთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე ჰქონდა და მის თანმხლებ პირებთან ერთად არ შეუშვა.

„ბატონმა, ირაკლი შოთაძემ, როდესაც განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, ზუსტად ორ საათში გააკეთა განაცხადება ზვიად ფხაკაძემ, ჩემი საქმის პროკურორმა, რომ ბატონი გენერალური პროკურორი მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად, ნებისმიერ ადამიანთან თანდასწრებითო. მივიყვანე ნებისმიერი ადამიანი – ჩემი უფლებადამცველები და არ შეგვიშვა ბატონმა შოთაძემ და ახლა ითხოვს ხელახლა შეხვედრას?“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე ეთერში აღელდა და პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა.

„ჩემი შვილის უკან დგას ჩემი შვილის მეგობრები, რომლებსაც უნდათ, რომ სისხლი დაღვარონ, დავაღვრევინოთ? ვის გამო, ვიღაც ჩინოვნიკის გამო, რომელიც ნათლად ჩანს, რა დანაშაული ჩაიდინა. რატომ არის დაკავებული თენგიზ კალანდია, გამცეს პასუხი პირდაპირ, ესეც არასრულწლოვანი ხომ არ არის? თუ თენგიზ კალანდია ბრალდებულია, რატომ არის მირზა სუბელიანი გარეთ, რომელიც შეხვდა ბრალდებულს და ძალიან კარგად იცის ყველაფერი,“ – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე ეთერში აღელდა და პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა.

 

https://youtu.be/O4WblcTGhHU

 

 

banner
წინა სტატიაშირუსი ჟურნალისტის მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი
შემდეგი სტატიაჰიზერ ნაუერტი:აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება წინდაუხედავი და ცუდი რჩევით გადადგმული ნაბიჯია