ზაზა სარალიძეს ,,საია” იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას იურიდიულ დახმარებას „საია“ სთავაზობს. განცხადება ამის შესახე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გააკეთა. საიასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს ზაზა სარალიძეც:
„ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს და პრეტენზიებს, რომელიც პროკურატურის მისამართით ისმის ამ პროცესში. გარდა ამისა, ასევე ბატონ სუბელიანთან დაკავშირებული განცხადებები. მე მქონდა მცირე კომუნიკაცია ბატონ ზაზასთან და გამოვთქვი სურვილი, რომ მზად ვართ, შევხვდეთ, მოვისმინოთ ის არგუმენტები და პრეტენზიები სამუშაო ფორმატში, რაც მას გააჩნია პროკურატურასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს და ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხება, თუ პროკურატურა სათანადო ფორმით არ არის ჩართული და არ მონაწილეობს ამ პროცესში. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს შეხვედრა გავმართოთ,“- განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩერნოვეცკის ფონდს 6 წელი შეუსრულდა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ