ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს: “ყოველ ღამე ჩემი მეუღლე შვილს ელაპარაკება, იცი შენ ეს რას ნიშნავს? 6 თვე ვიხვეწებოდი გვერდით დგომას…”” –

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს.
“ქალბატონო თეა 6 თვე ვიხვეწებოდი გვერდით დგომას.პირადად შ.ს.ს. მინისტრსაც კი მოვუწოდე რომ შევხვედროდი და მეთქვა ჩემი გულისწუხილი და სანამ ქუჩაში არ გავედი მანამ არ ისურვეთ ჩემი შემჩნევა.

ეხლა თვენ მიმიწოდებთ მე რომ ქუჩაში არ არის გადასაწყვეტი???

სად იყავით სანამ ქუჩაში გავიდოდი!!!!

სად იყავით 6 თვე დამცირების მეტი არაფერი რო არ მიმიღია!!!!

სად იყავით სააააადდდდდ!!!!!

ექვსი თვე ყოველ ღამე ჩემი მეუღლე ჩემ შვილს ელაპარაკება.იცი შენ ეს რას ნიშნავს????

შენობით იმიტომ მოგმართე,ჩემთვის უბრალო ადამიანი ხარ და არა ჩინოვნიკი.

მთელმა სისტემამ გადაწყვიტა ჩემი განადგურება.

მე დავანგრევ ამ სისტემას ან მომკალით რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება” – წერს სარალიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“როცა კიდევ ერთხელ ემოციებით და ტკივილით მანიპულაციაზე ისაუბრებთ, გაიხსენეთ…”- ნანუკა ჟორჟოლიანი
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები პირი დააკავეს