ზაზა სარალიძე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხება.

საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს. ზაზა სარალიძიე და ზვიად კუპრავა პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ზაზა სარალიძე ასევე გეგმავს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესების შესახებ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც მიიღოს ინფორმაცია.

სარალიძე ყველა იმ სამართალდამცველის პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობს, ვისი მხრიდანაც შესაძლო გადაცდომას ჰქონდა ადგილი.

„კონკრეტულად, უნდა მივადევნოთ თვალყური იმ ნაბიჯებს რა გადაცდომებიც ჰქონდათ დღეს პოლიციელებს. ბევრი პასუხისგებაშია მისაცემი, ბევრი თანამდებობიდან არის დასათხოვი. არასწორად დაკავებული ზვიად კუპრავასა და ჩვენი მეგობრების დაკავებას, ბევრი ადამიანი გამქრალია საერთოდ უგზო-უკვლოდ, სწორედ ამიტომ უნდა მივადევნოთ თვალყური გენინსპექციას, რომ კიდევ სხვა გადაცდომებს არ ჰქონდეს ადგილი და რამის ჩაფარცხვა არ მოინდომონ,“-აცხადებს სარალიძე.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე და დაკავებები პარლამენტთან – მესამე სექტორი ინფორმაციას ელჩებს მიაწვდის
შემდეგი სტატიაგაგრასთან ახლოს ტყის მასივი იწვის