ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრას მთავარი პროკურორიც დაესწრება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ პროკურატურაში დღევანდელ შეხვედრას მთავარი პროკურორიც დაესწრება. სარალიძე, მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენლები საგამოძიებო უწყებაში შეხვედრაზე შევიდნენ, თუმცა მათთვის კონკრეტულად უცნობია ვინ დაესწრება შეხვედრას მთავარი პროკურატურის მხრიდან.

“ეს შეხვედრა იყო ჩანიშნული 7 ივლისს, თუმცა მაშინ 10 დღის ვადა ითხოვეს კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. შევხვდები ალბათ იმ პირებს, ვინც წინა შეხვედრას ესწრებოდნენ – საქმის პროკურორები, ახალი პროკურორები, მთავარი პროკურორის მოადგილე. იმედია დღევანდელ შეხვედრას დაესწრება ახალი მთავარი პროკურორიც”,- განაცხადა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი – ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო კიდევ უფრო გამარტივდეს