ზაზა სალარიძე: სამი ადამიანია კონკრეტულად, რომელმაც დაჭრის ფაქტში მიიღო მონაწილეობა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზრადის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სასამართლო გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გახსნის იმედი აღარ აქვს.

“მე ჩემი შვილის წინაშე დავიციფე, რომ სიმართლეს მივაღწევ. მე ჩემი შვილის მკვლელბს აუცილბლად დავსჯი, ან კანონით, ან უკანონოდ. კარგად იცით ქართველი ადამიანის დამოკიდებულება როგორია. თუ მთავრობა ვერ მიაღწევდა იმას, რომ ეს პირები დაესაჯათ, დაუსჯელები არ დარჩებოდნენ. მე მაინც ვიპოვიდი მათ. ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.
სამი ადამიანია კონკრეტულად, რომელმაც დაჭრის ფაქტში მიიღო მონაწილეობა. შესაძლებელია მეტიც ყოფილიყო, მაგრამ მე ეს ინფორმაცია მაქვს. ერთი უკვე მსჯავრდებულია და ორი გარეთ არის. მათი გვარები პროკურატურას ვუთხარი. ერთი მე ვუთხარი და მეორე თვითონ მითხრეს, რომ ალბათ, მეორე ეს არისო” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მესამე დღეა მართავს.

banner
წინა სტატიაში“აღასრულე სამართალი” – ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა ვარშავაში გამოუცხადეს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: სისტემა უნდა დაინგრეს და ქვეყანა უნდა გადარჩეს