ადვოკატთა ასოციაცია პოლიციის გამომძიებლის წინააღმდეგ. ზაზა ხატიაშვილი მთავარი პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.
ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, პასუხისმგებაში ვაკე-საბურთალოს განყოფილების გამომძიებელი, ჯონი კოშაძე, უნდა მიეცეს, რომელსაც ხატიაშვილი ადვოკატზე, ლიკა ბითაძეზე, ზეწოლაში ადანაშაულებს.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, გამომძიებელი მოქალაქეს ადვოკატის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისკენ მოუწოდებდა. თავად ლიკა ბითაძეს განმარტებით კი, გამომძიებელმა დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებიც.