ზაზა ხატიაშვილი : ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ​

ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ​, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შესაძლო მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ხატიაშვილი პროკურატურის მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ადვოკატების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარებას ცდილობენ.

„თუ ადვოკატთა კორპუსმა დავუშვით, რომ ნებისმიერი ადვოკატი, ვიღაც ტვინთხელმა პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება და დაიბაროს, კატასტროფა იქნება ამ ქვეყანაში. საერთოდ დაცვის ინსტიტუტი ისპობა ამით. თუ პროკურატურას უფლება აქვს მტკიცებულებების გამჟღავნების და თუ ეს არაა დანაშაული, რატომ არის ის დანაშაული, რაც გააკეთა მედიამ. დაიწყონ გამოძიება პროკურატურაზე, რატომ გაამჟღავნეს ინფორმაცია. ჩვენ ვაწყდებით სახელმწიფო ბოროტებას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და ეს ბოროტება უკვე გადაიქცა იმათ, რომ ადვოკატთა კორპუსის დაშინება უნდათ. თუ ეს პრეცედენტი შეიქმნა, ნებისმიერ საქმეზე ადვოკატს შეეშინდება კლიენტს რამე უთხრას და კლიენტს შეეშინდება ადვოკატს რამე უთხრას, რადგან ადვოკატი აღარ იქნება დაცული კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე. 5 ადამიანი აწყდება სახელმწიფო ბოროტებას, რაც ძალიან ცუდად სანახავია სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ადვოკატების დაშინების უფლებას, მე ზაზა ხატიაშვილი არ მოგცემთ“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ
შემდეგი სტატია“რომ გვაკრიტიკებდით, ასფალტი ვჭამოთო, ახლა პენსიები რომ არ იზრდება და ინფრასტრუქტურა იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა?”