ზაზა გაბუნია ბოგვის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ნაძალადევის რაიონში ბოგვის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ასფალტის საფარი 3874 კვადრატულ მეტრზე იგება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში კაპიტალურად წესრიგდება სავალი ნაწილი, ტროტუარები და ბორდიურები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ბოგვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

banner
წინა სტატიაშითამარაშვილის ქუჩა 3 ივლისს რამდენიმე საათით გადაიკეტება
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება დღეიდან ძალაში შევიდა