ზაზა ჭაია: ვნახოთ!!!

ვნახოთ!

აშშ, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ისრაელთან კავშირში, სირიის დ ა ბ ო მ ბ ვ ი ს თ ვ ი ს ემზადება. აშშ-ს წინა ადმინისტრაციის უ გ უ ნ უ რ ი პოლიტიკის (,,არაბული გაზაფხული”), გ ა უ ბ ე დ ა ვ ო ბ ი ს (რომელსაც რუსეთმა და ირანმა ალღო აუღო) და დაშვებილი შ ე ც დ ო მ ე ბ ი ს (რუსეთის ნებაზე მიშვება) შ ე ც ვ ლ ა, დღევანდელს უ წ ე ვ ს და საკმაოდ ძვირადაც უ ჯ დ ე ბ ა. ადრეც ვწერდი, რომ დასავლეთმა და სირიის ოპოზიციამ ,,მოახერხა” და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ე თ ნ ი კ უ რ და ეთნო-კონფესიურ ომად აქცია, სადაც დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ა, ფიზიკური განადგურების ტ ო ლ ფ ა ს ი გახდა. რეჟიმის მოწინააღმდეგე სუნიტ მუსულმანთა ,,არმიების” მ ხ ე ც ო ბ ა მ, შუა საუკუნეების ფეოდალიზმიც კი დ ა ჩ რ დ ი ლ ა, ხოლო ადრე მიუღებელი ასადის ი რ გ ვ ლ ი ვ, ალავიტები, შიიტები, სუნიტ არაბთა ტომები, ქრისტიანი არაბები, დრუზები და ასირიელები გ ა ა ე რ თ ი ა ნ ა, რამაც ასადი 4 წელი დ ა ი ც ვ ა, ხოლო მე-5 წელს მას რუსეთი მ ი ე შ ვ ე ლ ა და დასავლეთის უ ნ ი ა თ ო ბ ი ს ფონზე, არა მარტო სირიაში, არამედ მთელს მესოპოტამიაში და ლევანტში ძალთა ბალანსი შ ე ც ვ ა ლ ა. ადრე ა რ ა ბ ე თ შ ი ფეხ ამოკვეთილი რ უ ს ე თ ი, იქ რიხით დ ა ბ რ უ ნ დ ა და ტარტუსის 1 ბაზის პატრონმა, მთელი ს ი რ ი ა თავის ბაზებით დ ა ფ ა რ ა, ხოლო თავისი ნ ე ბ ი ს კარნახი, მთელ ა რ ა ბ უ ლ სამყაროს დაუწყო. რფ-ს – ВС-ს და ВКС-ს, ირანის – KSIR-ის და ,,ჰეზბოლაზე” დაყრდნობით, ასადმა ომში გ ა რ დ ა ტ ე ხ ა შეიტანა და სულ რაღაც 2015 წ-ან, სირიის 10%-ით კონტროლი, 80%-ე გაზარდა, რამაც დ ა ს ა ვ ლ ე თ ი ს თავმოყვარეობას, გარდა აშკარა პოლიტიკური მ ა რ ც ხ ი ს ა, მწარე დარტყმა მიაყენა. თუ აშშ ადრე ამას ,,იტანდა”, დღეს ,,კლანჭებს აჩენს” და რუსეთ-სირიის აშკარა მხეცობების (მშვიდობიან მცხოვრებთა მკვლელობების) ფონზე, ვფიქრობთ, სირიის 25-30 სამხედრო ობიექტზე მაინც, ს ა ჰ ა ე რ ო დარტყმებს ამზადებს. აშშ-ს სირიაში სამიზნეთა 5/6 ნიშა მაინც აქვს, რომლებშიც პირადად ა ს ა დ ი, რფ-ს ВМФ-ის ტ ა რ ტ უ ს ი ს, ВКС-ის ,,ხმეიმიმის”, სირიის არმიის, ირანის არმიის და ,,ჰეზბოლას” ბაზებიც შ ე დ ი ა ნ. აშშ დარტყმას საზღვაო ესკადრით: ავიამზიდ – ,,Harry S.Truman”-ის, სარაკეტო კრეისერ ,,Normandy”-ის, სარაკეტო ,,Арли Бёрк”-ის, ,,balkelei”-ის, ,,Forrest Sherman”-ის, ,,Farragut”-ის, ,,Jason Dunham”-ის, ,,Sullivans”-ის AGM-86B -,,ტომაჰავკები”, ბომბდამშენ B-2 ,,Spirit”-ით და გამანადგურებელ F-22 ,,Raptor”-ით განახორციელებს, რასაც რფ-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-300 და С-400, ბომბდამშენები Ту-95 და Ту-160, გამანადგურებლები Су-57 (მე-5 თაობა), Су-35С, Су-34, Су-30СМ და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა SS-N-27 ,,Калибр”-ი შეეწინააღმდეგება. კვანძი უმოკლეს ვადებში უნდა გაიხსნას, ვნახოთ რას გაბედავს აშშ და რას გაუბედავს მას რუსეთი!

ქართველ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა ჭაია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში შესაძლებელია იმ მკვლელობისთვის მოგისაჯონ, რომელიც თქვენ არ ჩაგიდენიათ
შემდეგი სტატიაგერმანიის შსს-ს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხო ქვეყნის კრიტერიუმებს – ხოკრიშვილი