ზაზა ჭაია: შსს უძლურია არასრულწლოვანთა ბანდების წინააღმდეგ

“შსს უძლურია ა/წლოვანთა ბანდების წინააღმდეგ, რომლებიც სავაჭრო ობიექტებს ქურდავენ და ანადგურებენ!
პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფმა 17 წლის ა/წლოვანმა, 14 წლის ა/წლოვანმა და 12 წლის მცირეწლოვანმა გოგო-ბიჭებმა:
– 24 აპრილს, თბილისში, ერისთავის ქ 1-ში, ავეჯის მაღაზია გატეხეს და ფული, რომ ვერ იპოვეს, 180 კვ. მეტრი ფართის მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს, რითაც მაღაზიის მფლობელს 50 000 ლარის ზარალი მიაყენეს.
– 27 აპრილს, პოლიციიდან განთავისუფლებულმა ამ ა/წლოვნებმა, სამგორში ს/მარკეტი გატეხა”-წერს ქართველ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ჭაია და ფოტომასალასაც ავრცელბს.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოცილაურ ქსელში განცხადებაც კი გაავრცელა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა. “თაიმერი” უცვლელად გთავზობთ ქეთო კერკაძეს “ფეისბუქფოსტს”

“გაააზიარეთ ყველამ 🆘🆘🆘🆘🆘🆘🆘🆘🆘🆘🆘🆘🆘🆘
ესენი არიან ბავშვები არა გველის წიწილები რომლებიც თავისუფლად დადიან ქალაქში და ანადგურებენ ყველაფერს ფულის გულისთვის ამწარებენ ხალხს და აუბედურებენ ისედაც გაუბედურებულ ხალხს
გადაწვეს 180 კვ მაღაზია სავსე ავეჯით 50000 აცდა უკვე ზარალი აიყვანა პოლიციამ და იმის გამო რომ ეს ნაგავი ბავშვები არიან არასრულწლოვნები პოლიაციამ გაანთავისუფლა იცავთ კანონიო რა კანონი ხალხო რის კანონი თავისუფლად შეუძლია გამომისვას ყელში დანა და არაფერი რეაგირება არ მოყვეს და ესაააა ამ მთავრობის მიგებული კანონი
გოგო არის ნინო კიკორია 17 წლის
ეს არის გოგო რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი
ჩვენი მაღაზიის გამნადგურებელი
სანდრო სოლოღაშვილი და კახა როსტომაშვილი ამ 3 მმა ნაძირალამ ჩაიდინა ეს დანანაშაული
მაინტერესებს ამათ კანონი რომ იცავს მე ვინ მიცავს და ჩვეულებრივ ადამინებს ვინ იცავს ???
გუშინ გაანთავისუფლა ეს გოგო პოლიციამ და ღამის საათებში ისანი სამგორის ტერიტორიაზე აიყვანეს მარკეტის გატეხვისთვის”-წერს დაზარალებული.

 

banner
წინა სტატიაშისასკოლო ბუფეტებში იკრძალება წასახემსებლების ჩიფსები, კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების გაყიდვა
შემდეგი სტატიაზუგდიდსა და ხობში ღვთისმშობლის ხატი ფანჯრის მინაზე გამოისახა