ზაზა ჭაია-ახალი ცივი ომი!

14705724_1674723946171906_6627582344356878428_nახალი ცივი ომი!
16/08-ს ვწერდით, რომ რუსეთი და სირია შეეცდებოდა, სირიის ოდესღაც უმდიდრესი ქ. ალეპოს აღებას, რითაც მკვეთრ გარდატეხას შეიტანდა ომში. მართლაც, სირიის არმიამ, რუსეთის ფედერაციის აშკარა მხარდაჭერით, მოახერხა ალეპოს ალყაში მოქცევა, აღკვეთა ისლამისტების ყველა მცდელობა ქალაქის გარედან თუ შიგნიდან ალყის გარღვევისა და შეუდგა ქალაქის მეთოდურ განადგურებას. დასავლეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, სირიის რეჟიმის საწინააღმდეგო აჯანყება, ეთნიკურ და ეთნო-კონფესიურ ომად გადააქცია, რომელშიც წაგების ფასი – გენოციდი აღმოჩნდა. ამ საფრთხის გათვალისწინებით, სირიელი ალავიტები, შიიტები, ქრისტიანები, დრუზები და ხშირ შემთხვევაში ქურთებიც, მყარად დადგნენ რეჟიმის მხარეს და დასავლეთს, იმ ,,გამარჯვებაზე” მოუკლეს ოცნება, რომელსაც მათ ეგვიპტეში, ტუნისში და ლიბიაში ,,მიაღწიეს”. სირიის რეჟიმის წინააღმდეგობას 4 წელი უყურა რუსეთმა და დარწმუნდა რა აჯანყების რელიგიურ ომად გადაქცევაში, გაბედულად ჩაერთო გაჩაღებულ რელიგიურ კონფლიქტში და მასში რეჟიმის მხარეს მთელი შიიტური სამყარო: ირანი, ერაყი, იემენი და თქვენ წარმოიდგინეთ შიიტი ავღანელები და ხაზარებიც კი დარაზმა. რუსი და სირიელი სამხედროების სტრატეგიას, დამასკოს და ალაპოს ისლამისტებისაგან გაწმენდა წარმოადგენს, რასაც უდავოდ ახერხებენ. რუსეთის ВКС – სამხედრო კოსმოსური ძალები ,,ხალიჩისებურად” ბომბავს ალეპოს და დამასკოს გარეუბნებს და ,,ჭკვიანი” ბომბების გარდა ხშირად იყენებს: ვაკუმურ, ბეტონსანგრევ, ცეცხლგამჩენ, ფოსფორულ და კასეტურ 250კგ, 500კგ, 1000კგ ბომბებს, რაც მშვიდობიან მცხოვრებთა კატასტროფულ მსხვერპლს იწვევს. რუსეთი არ კმაყოფილდება მარტო ავია-იერიშებით და ალეპოს საზღვაო ფლოტის კრეისერებით და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს 9К720 ,,Искандер”-ით და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს 9K79 ,,Точка –У”-თი ბომბავს. აშშ-ს პრეზიდენტის უილაჯობით გალაღებულმა რუსეთმა, ალეპო გროზნოდ გადააქცია, რომელშიც ამავე ხერხით ათასობით მარტო ბავშვი დახოცა. დასავლეთს, რომელსაც ცხვირწინ გენოციდს უწყობენ, ეთნოწმენდაზე თვალი ვეღარ დახუჭა, როგორც ადრე ქართველების ეთნოწმენდაზე აფხაზეთსა და შიდა ქართლში და თქვენ წარმოიდგინეთ რეზოლუციების მიღებასაც ,,მოუხშირა”, სანქციების გამკაცრებაზეც ,,დაფიქრდა” და სირიაში ,,რუსეთის სამხედრო დანაშაელებებზეც” ალაპარაკდა, ხოლო სირიულ ხოცვა-ჟლეტვას, ,,პლანეტარული მაშტაბის კრიზისი” უწოდა. აშშ-ს პრეზიდენტმაც სამხედრო მრჩევლებისაკენ ,,გაიწია” და სირიის არმიის დაბომბვა მოინდომა, თუმცა რუსეთმა სირიაში უკვე განლაგებულ საზენიტო სარაკეტო კომპლექს c-400 ,,Триумf”-ს, С-300 ,,Фаворит”-ი, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი С-300ВМ ,,Антей-2500” დაამატა და აშშ ოფიციალურად გააფრთხილა, რომ ,,რუსულ რაკეტებს დრო არ ექნებოდათ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამოსაცნობად”, ხოლო რაკეტების მოქმედების რადიუსი ,,სიურპრიზი” გახდებოდა ,,ყველა ამოუცნობი ობიექტისთვის”. აშშ-ს პრეზიდენტმაც, რომელსაც აშკარად ვადის მშვიდად ამოწურვა სურს, თქვენ წარმოიდგინეთ რიტორიკა შეცვალა. რუსეთმა იგეშა რა მტრის უღონობა, სირიის ტარტუსისა და ხმეიმიმის ბაზებზე, თავისი სამხედრო ავიაციის უვადო ყოფნა დააკანონა და დასავლეთი გაღიმებული დატოვა. თავს ლაფის დასხმა ,,ვერ აიტანა” აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროსმა გენერალმა მარკ მილმა, რომელიც ლამის ომის გამოცხადებით დაემუქრა ყველას ,,ვინც შეერთებულ შტატებს სტრატეგიულ გამბედაობას იწვევდა” და აშშ-რუსეთის ურთიერთობა ცივი ომის სტატიაში გადაიყვანა!

ზაზა ჭაია

banner
წინა სტატიაში,,ოცნების,, გამარჯვებით რუსეთმა ახალი ,,შეღავათები,, დათმო
შემდეგი სტატიაპოროშენკომ და პუტინმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს